პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრი, თემურ ჭკუასელი ვარაუდობს, რომ მიხეილ ბატიაშვილი დაიღალა და თანამდებობა ამ მიზეზით დატოვა.
ამის შესახებ მან „რუსთავი 2“ -ს განუცხადა.
“შესაძლოა მინისტრი დაიღალა და ამიტომ წავიდა. ზუსტი მიზეზი არ ვიცი. მისი წასვლის შესახებ დილით, შიდა ჩატში მოგვივიდა შეტყობინება. მანამდე ამ თემაზე გუნდში საუბარი არ ყოფილა,"- განაცხადა სატელეფონი საუბარში ჭკუასელმა.
თერმურ ჭკუასელი, ასევე არ გამორიცხავს, რომ შესაძლლოა, ბატიაშვილის გადადდგომის შემდეგ, სამინისტრო გაიყოს და განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, ორ სხვადასხვა უწყებად ჩამოყალიბდეს.
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას საკუთარი ნებით ტოვებს.