18 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
ბატიაშვილის შემცვლელი არა განათლების სფეროს, არამედ ვიღაცის ინტერესებს მოემსახურება - ანა ნაცვლიშვილი

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" სპიკერის, ანა ნაცვლიაშვილის შეფასებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის შემცვლელი რეალურად კონკრეტული ადამიანების ინტერესების გამტარებელი იქნება.

მისივე თქმით, ხელისუფლება თავს ანგარიშვალდებულად არ მიიჩნევს, რომ საზოგადოებას ბატიაშვილის გათავისუფლების რეალური მიზეზი განუმარტოს.

„ის ფორმა, თუ როგორი წავიდა ის თანამდებობიდან და რომ არავინ მიიჩნევს თავს ანგარიშვალდებულად, მიზეზები მაინც აუხსნან ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რატომ დატოვა მნიშვნელოვანი თანამდებობა მინისტრმა, ტოვებს ერთადერთ განცდას, რომ ახალი მინისტრიც იქნება შერჩეული არა იმისთვის, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სფერო განავითაროს, არამედ იმისთვის, რომ  მოემსახუროს ვიღაცის ინტერესებს დროებით,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები