18 ნოემბერი 2024,   17:54
ვრცლად
სახელმწიფოს მხრიდან ძალადობა მედიაზე და მოქალაქეებზე - პოლიტიკოსები 7 ნოემბერს იხსენებენ 

12 წლის წინ, 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს პოლიტიკოსებმა.  ყოფილი ხელისუფლების წევრები დღეს აცხადებენ, რომ სახელმწიფომ 7 ნოემბერს ძალას გადაამეტა და ეს მაშინდელი ხელისუფლების შეცდომა იყო. 

"უდავოდ მძიმე პოლიტიკურ შეცდომად მიმაჩნია პირადად ჩემი მხრიდან და მთელი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, რა რეაგირება მოხდინა მაშინ ჩვენმა გუნდმა, 7 ნოემბერს, 8 ნოემბერს. იქნება ეს ტელეკომპანია "იმედის" ამბავი, თუ აქციაზე რა ტიპის ზომებიც იყო მიღებული და როგორი ფორმითაც. ცუდია, რომ 2007 წლიდან გავიდა 12 წელი და ჩვენ ვნახეთ კიდევ უფრო მკაფიო სიტუაცია მორალურად, ახლა გავრილოვის დროს ხელისუფლების მხრიდან იმაზე უფრო მძიმე რეაქციაც კი, ბევრად უფრო მარტივ ვითარებაში, ვიდრე ეს იყო 7 ნოემბერს," - აცხადებს გიგა ბოკერია.

7 ნოემბერს ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძეც. მისი თქმით, მოვლენებს, რომელიც 12 წლის წინ მოხდა, ხელი შეუწყო საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანების არაკანონიერმა ქმედებამ.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის შეფასებით,  7 ნოემბერს მომხდარი მოვლენები კიდევ ერთი დადასტურებაა, რამდენად საფრთხის შემცველია ის პოლიტიკა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებდა.

12 წლის წინ მომხდარი მოვლენები გაიხსენა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანის განცხადებით, 7 ნოემბერს ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე იძალადა.

"ჩვენი მიზანია, რომ ასეთი დღეები არასოდეს განმეორდეს ქვეყანაში, როდესაც სახელმწიფომ იძალადა მედიაზე და იძალადა ჟურნალისტებზე, იძალადა საკუთარ მოქალაქეებზე", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

 

 

დღის ამბები