"ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში" კოსტავას გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენები რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა. სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრორუსულ ძალებს ქვეყანაში საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება სურს და ამ საქმის შემსრულებლად დეპუტატი ლევან ვასაძეს ასახელებს.
"ეს რეალურად არის რუსეთის დღის წესრიგი, რომ ქვეყანაში ხელი შეუწყოს პოლარიზაციას საზოგადოებაში და დაპირისპირების გაზრდას, ამ დავალებების შემსრულებელი საქართველოში კი ლევან ვასაძეა,"-ამბობს სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქართული ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოში ასობით ათასმა მოქალაქემ გააპროტესტა,აქცია როგორც დედაქალაქში ასევე ბათუმშიც გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.
ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავდა
ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლებოდა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა "ქართული მარშიც"
ძალადობრივი საპროტესტო აქციის მიუხედავად ფილმის ჩვენება კინოთეატრებში მაინც შედგა. კინოთეატრებთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და პოლიციასთან შეხლა-შემოხლას. დაკავებულია 28 ადამიანი, მათ შორის 1 სისხლის სამართლის მუხლით.
დაზიანებები მიიღო 13-მა ადამიანმა, მათ შორის არიან პოლიციელებიც.