18 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
მაჟორიტარებს პირადული ინტერესი არ გვაქვს, მერებს სჭირდებათ რგოლი მთავრობასთან - ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის მაჟორიტარ-დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ განმარტა ის მიზეზები, თუ რატომ არ უჭერს მხარს 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.

მისი განცხადებით, ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე მაშინ უნდა გადავიდეს, როცა თვითმმართველი ორგანოები მზად იქნებიან დამოუკიდებლად იმუშაონ ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

"ნაციონალური მოძრაობა" სრულ მობილიზაციას აცხადებს, რომ ის არის მზად და მოგიწოდებთ, თქვენ უმრავლესობას, რომ მხარი დაუჭიროთ ამ ისტორიულ ცვლილებას. მინდა გთხოვოთ, რომ ამ დარბაზშიც და გარეთაც თავი დაანებოთ მაჟორიტარების შეურაცხყოფას. იყო გაკეთებული განცხადებები, თითქოს მაჟორიტარები პირადული ინტერესის გამო აკეთებენ ამას. ასევე გამოითქვა ეჭვი, თითქოს სიაში ვერ ვხვდებით და იმიტომ. მე მინდა არგუმენტირებულად ვისაუბრო. 2016 წელს, როცა ჯერ კიდევ პარლამენტში არ ვიყავი შემოსული, მაშინაც გავაკეთე განცხადება, რომ მე პარლამენტში შევალ მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირი არჩევის წესით. ეს მტკიცებულებაც ცხადყოფს იმას, რომ ჩვენ არავითარი პირადული ინტერესი არ გვაქვს.

ასევე ისმის, თითქოს საკანონმდებლო საქმიანობაში არ ვართ ჩართული და რა საჭიროა საერთოდ მაჟორიტარების ურთიერთობა ადგილობრივ საქმიანობაში და მათი ჩართულობა არ არის შედეგიანი. მინდა გითხრათ, რომ ჰკითხეთ მერებს, სჭირდებათ თუ არა რგოლი მთავრობასთან ურთიერთობაში და არიან თუ  არა მზად ამ ეტაპზე მოხდეს ეს ცვლილება. ჰკითხეთ ასევე ხალხს.

მე ვხედავ შიშს იმისა, რომ ჩვენ გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე. შიში დავინახე "ნაციონალურ მოძრაობაში" და მე ვხედავ შიშს იმ ადამიანებშიც, ვისაც არ აქვს იმ ხარისხის ცნობადობა საზოგადოებაში, რომ თუ არა პარტიულ სიას შემოჰყვეს პარლამენტში, ისე ის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. ასევე ვხედავ შიშს, რომელსაც აქვს ცნობადობა, რომ ისინი არიან ამოცნობადები საზოგადოებაში, ეს ეხება ყოფილი ხელისუფების წარმომადგენლებს. ცდილობენ სხვადასხვა პარტიები მოიგონონ.

მე, რა თქმა უნდა, ვუჭერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ოღონდ დროულად. როცა თვითმმართველობა იქნება რეალურად თვითმმართველი და არ დასჭირდება მას რგოლი," - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები