"ლეიბორისტების" ოფისში მიმდინარე შეხვედრას, რომელიც პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით, ოპოზიციის სამოქმედო გეგმას უკავშირდება, მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები და რუსთაველზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორებიც შეუერთდნენ.
მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთი ხელმძღვანელი შოთა დიღმელაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
"ვადამდელი გარდამავალი მთავრობით, პროპორციული წესით. ეს არის ჩვენი გენგეგმა. მაგრამ ვინაიდან ვართ ერთად ერთის წინააღმდეგ, გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი,"- წერს დიღმელაშვილი.