საპროტესტო გამოსვლები რუსთაველის გამზირზე საღამოს 7 საათიდან განახლდება. მანამდე აქციის ორგანიზატორები საზოგადოებას საკუთარი გეგმების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.
რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე გაშლილ 10-მდე კარავში გაათენა ღამე. მათ შორის იყვნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.
შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე ცეცხლიც დაანთეს. აქციის ორგანიზატორები კვირას მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან.
რუსთაველის გამზირზე აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო, მოგვიანებით, კი მომიტინგეებმა კარვებიც გაშალეს. გუშინ, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.