18 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
ეკა ბესელია უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს

პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია უმრავლესობიდან პროტესტის ნიშნად წასულ დეპუტატებთან, რაიმე სახის თანამშრომლობას არ გამორიცხავს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ მის ყოფილ თანაგუნდელებთან "დიალოგის პრობლემა" არ აქვს.

დამოუკიდებელი დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ უმრავლესობა სხვა დეპუტატებმაც დატოვონ. 

"უმრავლესობა შეიძლება სხვა დეპუტატებმაც დატოვონ და შეიძლება უმრავლესობა საერთოდ დაიშალოს. ასე, რომ დაველოდოთ მოვლენებს. მე მათთან დიალოგის პრობლემა არ მაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ დაველოდოთ, შეიძლება ახალი უმცირესობა კი არა, ახალი უმრავლესობა აქეთ შეიქმნას. არის ამის რესურსი" - აცხადებს ეკა ბესელია.  

დღის ამბები