”ქართული ოცნების” ლიდერების განცხადება, რომ არჩევნები ისევ ძველი სისტემით უნდა ჩატარდეს, არ გაჰკვირვებია ირმა ინაშვილს. "პატრიოტთა ალიანსში" ამბობენ, რომ ხელისუფლებას პოზიციის შეცვლა მაინც მოუწევს.
პარტია ხვალისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე ხალხის უპრეცედენტოდ მაღალ აქტივობას ელოდება. ალიანსი მანიფესტაციას ხვალ 17:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე, დამოუკიდებლად გამართავს.
"ხელისუფლების სპექტაკლმა, ქმედებებმა გამოიწვია ეს კრიზისი ქვეყანაში და პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ ეკისრება "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ელიტას. ჩენ ვიკრიბებით 17 ნოემბერს, 5 საათზე რესპუბლიკის მოედანზე, ეს იქნება მრავალათასიანი შეკრება. ჩვენ ამ შეკრებით ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ვაპროტესტებთ ქვეყანაში ხელისუფლების უზურპაციის მცდელობას, პოლიტიკურ სპექტაკლებს და მელაკუდობას, რასაც არ იმსახურებს ქართველი ხალხი," - აცხადებს ირმა ინაშვილი.