“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) -ს კვლევის მიხედვით,პრეზიდენტის მიმართ საკუთარ უარყოფით განწყობას რესპონდენტთა 70 % პრეზიდენტის მიმართ აფიქსირებს. მხოლოდ 23 % აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ დადებითი განწყობა აქვს.7 % ირჩევს კატეგორიას: „არ ვიცი/არ ვპასუხობ“.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რესპონდენტთა 49 % მის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი.მის მიმართ კეთილგანწყობილია, 49 % კი - უარყოფით განწყობას გამოხატავს. 2 % ამბობს, რომ პრემიერის შესახებ არ სმენია, 10 %-მა კი არ იცის ან პასუხზე უარს აცხადებს.
გამოკითხულთა უმეტესობა უარყოფით განწყობას გამოხატავს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ. არჩილ თალაკვაძე რესპონდენტთა 50 %-ს არ მოსწონს. რესპონდენტთა 50 %-ს არ მოსწონს, 25 % კი მის მიმართ კეთილგანწყობილია. 10 %-ს თალაკვაძის შესახებ არ სმენია, 15 % კი ირჩევს კატეგორიას: „არ ვიცი/არ ვპასუხობ“.
„შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილის მიმართ უარყოფითად განწყობილია - 41%. დადებითადაა განწყობილი 47 %. არ სმენია 2% და არ იცის 10- %- მა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე არ მოსწონს - 50%. დადებიტად განწყობილია 41% და არ სმენია 1 % და არ იცის -8%
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიმართ უარყოფითი განწყობა აქვს 57%.დადებითი განწყობა აქვს 32 პროცენტს, 10 პროცენტმა კი, არ იცის ან, უარს ამბობს პასუხზე.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე, საქართველოს 1500-მა მოქალაქემ.