უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმი წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოინახულეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, თუმცა ოჯახს ვაჟა გაფრინდაშვილის წერილი გადაეცა.
პარალელურად, ოკუპანტების მიერ დაპატიმრებული ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით, მეორე დღეა მისი კოლეგები აქციებს მართავენ.
ვაჟა გაფრინდაშვილი მე-10 დღეა ცხინვალის საპატიმრო იზოლატორში იმყოფება. მას საოკუპაციო რეჟიმმა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.