18 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
ბოკერია ჩუგოშვილისგან "გერმანულ მოდელთან" დაკავშირებით კონკრეტულ პასუხს ითხოვს

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ის, რომ მმართველი გუნდი ე.წ ამბოხებულ დეპუტატებს აწინაურებს, ადასტურებს იმას, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდება, ივანიშვილის მითითებით მოხდა.

"ვინც მხარი დაუჭირა, მათი ნაწილი უმრავლესობიდან წავიდა და თანამდებობა დაკარგა. ვინც ჩააგდო, მათი დაწინაურება ხდება, ლაპარაკია მაჭარაშვილზე, მეზურნიშვილზე," - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, უმრავლესობის იმ დეპუტატებს, რომლებიც კენჭისყრამდე კანონპროექტს მხარს უჭერდნენ და პროპორციულ სისტემის უპირატესობაზე საუბრობდნენ, ახლა ე.წ ამბოხებულების მსგავსი გზავნილები აქვთ.

"ახლა იმ როლს თამაშობენ, რაც მამა-მარჩენალმა გაუნაწილა," - აღნიშნა ბოკერიამ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებზე და მათ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, თამარ ჩუგოშვილის განცხადება ფრაქციის შექმნასა და ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრებასთან დაკავშირებით ილუზიაა და თუ ჩუგოშვილი და მისი თანამოაზრეები უფრო კონკრეტულები არ იქნებიან, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაადასტურებენ, რომ კვლავ ივანიშვილის სამსახურში რჩებიან:

"თუ აქვს ილუზია, რომ ამითი შექმნიან ნორმალურობის ილუზიას, ამ მცდელობით დაადასტურებენ, რომ ივანიშვილის პოლიტიკური მონების რიგში რჩებიან. დღესვე თქვან გერმანულ მოდელთან დაკავშირებით და თავი დაანებონ ილუზიების შექმნას,"- აღნიშნა ბოკერიამ.

 

დღის ამბები