26 აპრილი 2024,   14:26
ვრცლად
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები "ქართული ოცნების" ოფისში იმყოფებიან

ამ წუთებში "ქართული ოცნების" ოფისში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელები იკრიბებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ელჩებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ესწრება ბიძინა ივანიშვილიც. 

"კურიერის" ინფორმაციით, შეხვედრაზე გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის ელჩები იმყოფებიან.

რა თემასთან დაკავშირებით ხვდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელები ხელისუფლის წევრებს, ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, არ არის გამორიცხული შეხვედრის მთავარი მიზანი ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები იყოს.

 

 

დღის ამბები