სასამართლო გუშინ "ქართული ოცნების" ოფისთან დაკავებული პირების საქმეზე მსჯელობს.
ამ დროისთვის მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტის ტიტე გედენიძის სასამართლო პროცესი იმართება.
საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტები და პოლიტიკოსები. მათი თქმით, დაკავებული აქტივისტები უდანაშაულოები არიან, თუმცა მათ პოზიტიური მოლოდინის იმედი არ აქვთ, რადგან მათი თქმით, შსს პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს.
"აღნიშნულ პროცესებს აქვს ერთადერთი ღირებულება, საზოგადოებისთვის ყოველ ჯერზე მტკიცდება, რომ თუ გვინდა რომ არსებობდეს რეალური მართლმსაჯულება, ეკონომიკა და რეალური ქვეყანა, ამისთვის საჭიროა არა რომელიმე მოსამართლის ცვლილება, არამედ რეალური ცვლილებები ქვეყანაში,"- განაცხადა ადვოკატმა გიორგი ონიანმა