პოლიტიკური პარტიების ლიდერების განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მუქარა, ამჯერად სტუდენტების წინააღმდეგ, მწვავე განხილვის საგანი უნდა გახდეს.
ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის სერგო რატიანის თქმით, საბჭოთა მეთოდები დიდხანს ვერ გასტანს.
"საბჭოთა მეთოდებით საბჭოთა რეჟიმიც კი დაინგრა, ამიტომ ეს ყველაფერი დიდხანს ვერ გასტანს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გაცილებით დიდი უნდა იყოს წნეხი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს, მაგრამ რატომღაც ამას არავინ აკეთებს", - განაცხადა სერგო რატიანმა.
პარლამენტის წევრი, პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე კი აცხადებს, რომ ახალგაზრდები ბინადრობის გამო სწავლა-განათლებას არ დათმობენ.
"ადამიანებს თავისუფალი არჩევანის უფლებას ვინც ართმევს, ის ყოველთვის აგებს, აკრძალული ხილი უფრო მიმზიდველია, ამიტომ ახალგაზრდები ამ ყველაფერს არ შეუშინდებიან და ბინადრობაში განათლების უფლებას არ გაცვლიან," - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.