საზოგადოებრივ მოძრაობა "ლელო"-ში კახა კალაძის განცხადებას ეხმაურებიან.
კახა კოჟორიძის განცხადებით, თუ "ქართული ოცნება" უშუალოდ მის კანდიდატს არ დააყენებს ოლქებში, სადაც გარდა "ნაციონალური მოძრაობისა", ოპოზიციის სხვა კანდიდატი არ იქნება წარმოდგენილი, არსებობს ეჭვი, რომ კენჭს მმართველი გუნდის სატელიტი პარტიის წარმომადგენელი იყრის.
საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრი, "ქართული ოცნების" ინიციატივას პოლიტიკურ თაღლითობას უწოდებს და ამბობს, რომ საბოლოო სურათი ოპოზიციის სასარგებლოდ არ შეიცვლება.