"ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე, რომელიც პარლამენტის შენობის წინ იმყოფება, მოქალაქეებს აქციაზე მისვლისა და პროტესტის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის ლიდერები იმ კონკრეტულ გეგმებს გააჟღერებენ, რომლითაც ხელისუფლებას აიძულებენ, თავისივე გაცემული დანაპირები მოსახლეობას შეუსრულოს.
"ეს იყო თაღლითური სქემა ნომერი 2, რომელიც დღეს შემოგვთავაზა "ქართულმა ოცნებამ". ეს იყო კონკრეტული, ძალიან მარტივად დაგეგმილი და მარტივ ტვინებზე გათვლილი აქცია იმისათვის, რომ დისონანსი შეიტანონ ოპოზიციურ რიგებში. ერთგვარად გვითხრეს, რომ ვინც კი ჭკვიანად მოიქცევით, შეიძლება ერთი-ორი მანდატი გაჩუქოთ კიდეც, მაგრამ ეს არ იმუშავებს. ახლა იხილავთ ისევ ისეთივე ფორმით გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც შემოუერთდება აქციას. დრო მუშაობს "ქართული ოცნების" საწინააღმდეგოდ და ამ პროტესტის სასარგებლოდ," - აცხადებს ანზორ ბიწაძემ.