18 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
საქართველოს დელეგაცია აქტიურად გააგრძელებს ოკუპაციის საკითხების წინ წამოწევას და აქტუალიზაციას ევროპის საბჭოში - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას ეკისრება:

"ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წინაშე, რათა ამ ორგანიზაციის წინაშე არსებული ყველა გამოწვევა იყოს სათანადო რეაგირების დონეზე და ისე როგორც შეეფერება თავმჯდომარეობას. ჩვენ რა თქმა უნდა ვიხელმძღვანელებთ ამ ორგანიზაციის ძირითადი პრინციპებით, მისი წესდებით და ვიქნებით თავმჯდომარე, რომელიც გაითვალისწინებს მისი ყველა წევრის ინტერესებს,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, საქართველოს დელეგაცია აქტიურად გააგრძელებს ოკუპაციის თემის აქტუალიზაციას ევროპის საბჭოს დღის წესრიგში:

"საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, რაც არის დაკავშირებული ოკუპირებული ტერიტორიებს, იცით რომ ევროპის საბჭო მუდმივად განიხილავს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს, ის ჩვეულებრივად რჩება დღის წესრიგში და საქართველოს დელეგაცია თავის ეროვნულ წარმომადგენლობაში ბუნებრივია აქტიურად გააგრძელებს ამ საკითხების წინ წამოწევას და მუდმივ აქტუალიზაციას ამ ორგანიზაციის დღის წესრიგში,"- აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, დღეიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, საქართველო ევროპის საბჭოს თავჯდომარე ქვეყანა იქნება. ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში რამდენიმე საათში დაიწყება.

დღის ამბები