"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას შეფასებით, ნებისმიერი დადგენილებით სალომე ზურაბიშვილის ხელში შეწყალების უფლება დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
"ასეთი უპასუხიმგებლო ადამიანის ხელში შეწყალების უფლებამოსილების დატოვება ნებისმიერი კრიტერიუმით დიდი საფრთხეა ქვეყნისთვის, თუმცა მისი იმპიჩმენტის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ შევიმუშაოთ ისეთი წესები, რომელიც შეწყალებას გახდის უფრო გამჭვირვალეს, გააფართოვებს მას, მათ შორისმ არასამთავრობო ორგანიზაციების თანამონაწილეობის ფონზე," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მორატორიუმი, რომელიც პრეზიდენტს გამოცხადებული ჰქონდამ დასრულდეს და შეწყალების უფლება ჰუმანურობისა და სამართლიანობის პრინციპით გამოიყენოს პრეზიდენტმა. ბესელიას თქმით, შეცდომისგან დაზღვევის მიზნით, მნიშვნელოვანიამ პრეზიდენტს კონსულტაციების საშუალება შესაბამისი სფეროს მცოდნე პირებთან ჰქონდეს.
შეწყალების ახალ კრიტერიუმებზე პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაშია. სალომე ზურაბიშვილის განკარგულება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი შეწყალებული პატიმრების საქმეების განხილვას დაიწყებს.