18 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
წინასწარი კონსულტაციების გარეშე პრეზიდენტი შეწყალების გადაწყვვეტილებას არ მიიღებს - ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, წინასწარი კონსულტაციების გარეშე პრეზიდენტი შეწყალების გადაწყვვეტილებას არ მიიღებს.

გარდა ამისა, ვოლსკი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება ეფექტური იქნება.

"პრეზიდენტი ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რომელზეც არ ექნება წინასწარ გავლილი კონსულტაციები, მათ შორის იმ უწყებებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებსაც აქვთ კომპეტენტური აზრი ამასთან დაკავშირებით. გამოძიება საერთოდ უნდა სწრაფი და ეფექტური. ასეთი ფაქტები არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვაგანაც ჭიანურდება," - აღნიშნა ვოლსკიმ. 

დღის ამბები