18 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
პარლამენტისა და ქართული დემოკრატიისადმი ქართველმა ხალხმა ნდობა დაკარგა - მწვავე შეფასებები ევროპარლამენტიდან

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სტრასბურგში ევროპარლამენტარები ეხმაურებიან.

ევროპარლამენტის აღმოსავლეთ პარტნიორობის სესიის მომხსენებლები საქართველოში პროპორციული საარჩევნო სისტემის რეფორმის ჩაგდებაზე შეშფოთებას გამოთქვამენ.

ისინი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას დიალოგისკენ და საარჩევნო სისტემის საკითხზე შეთანხმებისკენ მოუწოდებენ.

"საქართველოს პარლამენტმა არ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს მოულოდნელი იყო, რადგან ამ ცვლილებების სასარგებლოდ არსებობდა მრავალპარტიული კონსესუსი. ამან არეულობა გამოიწვია და ხალხი ქუჩაში გამოიყვანა. მინდა საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდო, ერთად მოძებნონ გამოსავალი, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ მომავალს საფრთხეს არ შეუქმნის და საზოგადოებას იმედებს არ გაუცრუებს," - აღნიშნა ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატმა წევრმა, ესტონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კალიურანდმა.

"საქართველოში განვითარებული მოვლენები ქვეყნის სამომავლო დემოკრატიის განვითარების კუთხით შეშფოთებას იწვევს. ცხადია, რომ თუ არ იქნება დემოკრატია, არ მოხდება ინტეგრაცია. მმართველი პარტიის ლიდერმა გადაწყვიტა არ შეასრულოს მოქალაქეებისთვის მიცემული პირობა. ახლა პარლამენტისა და ქართული დემოკრატიისადმი ქართველმა ხალმა ნდობა დაკარგა. მმართველმა პარტიამ დანაპირები ალბათ იმიტომ არ შეასრულა, რომ პროპორციული არჩევნების ჩატარების  შემთხვევაში ძალაუფლების დაკარგვის შეეშინდა. ე.წ. გერმანული მოდელი შესაძლებელია სიტუაციის განმუხტვის საშუალება იყოს," - აღნიშნა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა.

დღის ამბები