"თუ ეს მოთხოვნა პროპორციული არჩევნების, იყო მთელი საზოგადოების მოთხოვნა, მისი დიდი ნაწილის მოთხოვნა, თუ მათ ესე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ ეს არის სწორი მოდელი, მაშინ ეს საზოგადოება მოვა საარჩევნო ყუთთან და პასუხს გასცემს ამას. თუ არის ეს მხოლოდ იმ პატარა გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომელიც დღეს ქუჩაშია, დარჩება მათთვის სასიცოცხლოდ" - აცხადებს ფინანსთა მინისტრი, ვანო მაჭავარიანი.
მაჭავარიანი ამბობს, რომ დროში გაწელილი პროტესტი ეკონომიკურ პროცესებ ვნებს .
“ნებისმიერი სახის პროტესტი, ასე თუ ისე, ნეგატიურ ელფერს სძენს ეროვნულ პროცესებს. თუ ეს არის განგრძობითი ხასიათის, დროში გაწერილი ან მასშტაბური, რასაკვირველია, მეტად აზიანებს ეკონომიკურ პროცესს. ამის პოლიტიკურ ასპექტებზე რომ ვისაუბროთ, ხელისუფლების არა ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ შეწუხებულია იმით, რომ ეს კანონპროექტი ვერ გავიდა. ნაწილმა დატოვა კიდეც უმრავლესობა. თუ ეს მოთხოვნა პროპორციული არჩევნების, იყო მთელი საზოგადოების მოთხოვნა, მისი დიდი ნაწილის მოთხოვნა, თუ მათ ესე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ ეს არის სწორი მოდელი, მაშინ ეს საზოგადოება მოვა საარჩევნო ყუთთან და პასუხს გასცემს ამას. თუ არის ეს მხოლოდ იმ პატარა გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომელიც დღეს ქუჩაშია, დარჩება მათთვის სასიცოცხლოდ“ - აცხადებს ვანო მაჭავარიანმა.
მიმდინარე აქციების შესახებ განცხადება გააკეთა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამაც. მისი თქმით, თუკი პროტესტი კანონის ჩარჩოებს არ სცდება, ის მისაღები დემოკრატიული პროცესია.
თურნავა ამბობს, რომ ნებისმიერი რადიკალიზაცია, ნებისმიერი დესტაბილიზაციის მცდელობა ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.