თბილისის მერი, კახა კალაძე პარლამენტის შენობის პიკეტირებას ეხმაურება. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია. კალაძის აზრით, დაძაბულობა აქციებზე ოპოზიციის ინტერესშია.
"ჩვენ ვიცით მათი ქმედებები, ამაზე ღიად საუბრობენ, არც მალავენ პრინციპში. ეს არის კანონის გადახვევა, ანუ ბლოკირება. როდესაც ხდება საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამას შეიძლება იქ მოჰყვეს შეხლა-შემოხლა, რაღაც დაძაბულობა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება აწყობს ოპოზიციას," - აცხადებს კახა კალაძე.