18 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
დიალოგი შესანიშნავია, თუმცა დიალოგს ხელს არ უწყობს ხისტი პოზიციები - გრიგოლ ვაშაძე

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ის მმართველ გუნდთან მოსალოდნელ შეხვედრასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს დიპლომატიური კორპუსისგან ელოდება.

ვაშაძის შეფასებით, დიალოგი მისაღებია, თუმცა ამას ხელს არ უწყობს მმართველი გუნდის მხრიდან დაფიქსირებული ხისტი პოზიციები:

"ამ ოთახში არც ერთს ჯერ მანდატი არ აქვს, არც საკუთარი პარტიიდან და არც მთლიანად ოპოზიციური გაერთიანებიდან. ამიტომ, ჩემი მოკრძალებული აზრით, უნდა დაველოდოთ იმას, რას ფიქრობს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე - ევროპის კავშირი, როგორ ფიქრობს ამ შეხვედრის წარმართვას  და შემდეგ გავცეთ პასუხი. დიალოგი შესანიშნავია, თუმცა დიალოგს ხელს არ უწყობს იმ ხისტი პოზიციების დაფიქსირება, რომელიც ჩვენზე აღარ არის ლაპარაკი, საქართველოს მოქალაქეებისთვის არის მიუღებელი," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები