მმართველ გუნდთან დაგეგმილ შეხვედრას რომელიც დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით უნდა შედგეს, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა საქართველოს პარტნიორი ქვეყნების კიდევ ერთ მცდელობად აფასებს, რომ ქვეყანაში სამართლიანი და თანასწორი არჩევნები ჩატარდეს:
"საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსი მაქსიმალურად ცდილობენ დაარწმუნონ ხელისუფლება, რომ ამ შემთხვევაში, აუცილებელია ხელისუფლება წავიდეს დათმობებზე და მივიღოთ ისეთი მოდელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და თანასწორ ვითარებაში," - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.