უმრავლესობის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე რუსული კულტურის ცენტრის გახსნას საქართველოში არ ეწინააღმდეგება.
"ოღონდ ტყვიებს ნუ გვესვრიან და კულტურის ცენტრები გახსნან, "- განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება - გრიგორი კარასინმა ეს განცხადება პრაღაში, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ, რუსულ მედიასთან გააკეთა.
კარსინის თქმით, ცენტრის გახსნა თბილისში დეკემბრის შუა რიცხვებში იგეგმება.