მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს ხელისუფლებასთან შეხვედრას მართავენ, მოძრაობა "სირცხვილიას" სახელით დაპირებების გაცემის უფლება არ ექნებათ:
"ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული ფორმატი არ ითვალისწინებს საზოგადოების ჩართულობას, არ წარმოგვაჩენს მოლაპარაკების ერთ-ერთ მხარეს და საპირისპიროდ მოლაპარაკების ერთ-ერთ მხარედ წარმოაჩენს მაგალითად კაკო ასათიანს, ირმა ინაშვილს, თან ჩვენ მხარედ, რომლებთანაც არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია და შესაბამისად არ ვიცით რა პოზიციებს იცავენ ისინი. ვერცერთი იქ მყოფი პარტია ჩვენი სახელით ვერავის ვერაფერს დაპირდება. მორჩება თუ არა აქციები ამას ვწყვეტთ ჩვენ და არა პარტიები," - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.