18 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
"ქართული ოცნების" ოფისში შეხვედრები აქტიურად გრძელდება

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის წევრები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.

უცნობია რა კონკრეტული საკითხის განსახილველად შედგა დღეს პარტიის ოფისში უმრავლესობის შეხვედრა. შეხვედრას არ ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი.

როგორც საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბექა დავითულიანი აღნიშნავს, თათბირი პარტიის ოფისში ყოველ დილით ტარდება. 

"როდესაც ახერხებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები  ამ თათბირზე დასწრებას, ესწრებიან, მიმდინარე საკითხებზე ვმსჯელობდით, განსაკუთრებულ არაფერზე. ახალგაზრდული ორგანიზაცია ევროპის თავმჯდომარედ საქართველოს არჩევასთან დაკავშირებით ​გარკვეული ღონისძიებების მოწყობას და კვირეულის დაგეგმვას აპირებს. დღევანდელი შეკრების  ერთ-ერთი საკითხი სწორედ ეს იყო,” -  აღნიშნა ბექა დავითულიანმა. 

შეგახსენებთ, საქართველო 27 ნოემბრიდან ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

დღის ამბები