18 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
ახალგაზრდები დაწერილი გეგმით მოვიდნენ - ხუნდაძე "გაბედეს" წევრებზე

დიმიტრი ხუნდაძე დარწმუნებულია, რომ "გაბედეს" აქტივისტები მართულები არიან. მაჟორიტარი დეპუტატი მათ "კმარას" ადარებს. 

"ეს ახალგაზრდები მოვიდნენ იმ გეგმით, რა გეგმაც დაუწერეს. ისინი, ფაქტობრივად, "კმარას" მეთოდებით მოქმედებენ, ტეხენ აურზაურს, რომ ამით მიიქციონ ყურადღება. წარმოიდგინეთ, მოვიდნენ მერიის შენობასთან, ითხოვენ დეპუტატს და დეპუტატი ამ დროს ბიუროზეა. მთელი საქართველო უყურებს, პირდაპირ ეთერში მიდის ბიუროს სხდომა,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მცხეთის მერიასთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად მოძრაობა "გაბედეს" ორი აქტივისტი თავისა და სახის მიდამოებში მიღებული დაზიანებებით მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იქამდე, მოძრაობა "გაბედეს" წევრები მცხეთის მერიასთან მივიდნენ და მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რა დროსაც მათ მცხეთის მერი, გიორგი კაპანაძე და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. 

დღის ამბები