18 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
საჰაერო პატრულირება - ევროკავშირის მისია საოკუპაციო ხაზს აეროსტატით აკვირდება 

საოკუპაციო ხაზს, რომლის მეტრები დროდადრო იმატებს, ევროკავშირის დამკვირვებლები ყოველდღიურად ამოწმებენ. იქ, სადაც საქართველოს მოქალაქეებისთვის მისვლა თითქმის შეუძლებელია, მონიტორები სპეციალური აღჭურვილობით ამოწმებენ და მონაცემებს ევროკავშირის დედაქალაქში შემდგომი რეაგირებისთვის აგზავნიან. ევროპელ მონიტორებს ოკუპანტები ყურადღებით აკვირდებიან. 

იმის გამო, რომ რუსი სამხედროების ტყვეები არ გახდნენ, ატოცელები ცდილობენ საოკუპაციო ხაზს არ მიუახლოვდნენ. ცდილობენ მხოლოდ სოფელში გადაადგილდნენ, რადგან თავისუფალი გადაადგილების უფლება მათი საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე ასეულ მეტრში სრულდება.

ის, ვინც საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა სცადა, საოკუპაციო რეჟიმს უკვე 23 დღეა ტყვედ ჰყავს. ვაჟა გაფრინდაშვილის გამოსახსნელად თითქმის 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს მოლაპარაკებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ერიკ ჰოგიკურიერთან“ ამბობს, რომ ბრიუსელი ვაჟა ექიმის დასახსნელად ელაპარაკება როგორც ცხინვალს, ასევე მოსკოვს.

იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები არ მოხდეს და გატაცებების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს, მისია მისი ხელმძღვანელის თქმით, ყველა შესაძლო საშუალებას მიმართავს, მათ შორის საჰაერო პატრულირებასაც, რომელიც ხშირად საოკუპაციო რეჟიმის გაღიზიანებას იწვევს.

აეროსტატის საშუალებით ევროპელი მონიტორები განსაკუთრებით იმ მონაკვეთებს აკვირდებიან, სადაც საოკუპაციო ძალების აქტიურობა შეინიშნება.

ევროპელი მონიტორები 200-მდე დამკვირვებლის საშუალებით საკუთარ მისიას საოკუპაციო ხაზთან 2008 წლის სექტემბრიდან ასრულებენ. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ოფიციალური მოსკოვი მათ უკვე 12 წელია არ აძლევს საშუალებას ნახონ თუ რა ხდება იმ ბარიერებს მიღმა, რომლის სიგრძემ უკვე 100 კილომეტრს გადააჭარბა. 

 

დღის ამბები