დედაქალაქის მერის, კახი კალაძის განმარტებით, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო, მესამე ეტაპის დაწყებამდე, 8 დეკემბრიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება.
"ეს არის დროებითი დახაზვითი სამუშაოები, რადგან 8 იანვრამდე ვაჩერებთ სამუშაოებს. გზა იქნება გახსნილი ჭავჭავაძეზე, შუქნიშნები დაყენებული და მოძრაობა იქნება აღდგენილი. გვესმის, რომ ქალაქი ძალიან გადატვირთულია, ძალიან ბევრი მანქანა გადაადგილდება და არ გვინდა, უხერხულობები შევქმნათ, კოლაფსი გამოვიწვიოთ. 8 იანვრის შემდეგ გავაგრელებთ სამუშაოებს და ძალიან მალე დავამთავრებთ," - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერი ჭავჭავაძის გამზირზე გზის გამყოფი ხაზების, საგზაო მონიშვნებისა და ქვეითთა გადასასვლელების დახაზვის სამუშაოებს გაეცნო.