რუსი მილიარდერი ლონდონთან ახლოს მდებარე სოფელ ოქსშოტში ავტოავარიისას დაიღუპა - BBC-ს ინფორმაციით, 49 წლის დიმიტრი ობრეტეტსკი ძაღლს ასეირნებდა, როდესაც მანქანა დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ინციდენტიდან 5 დღის შემდეგ - 30 ნოემბერს გარდაიცვალა.
ინციდენტში სამი ავტომობილი მონაწილეობდა. პოლიციის ინფორმაციით, საქმეზე ჯერ არავინ არის დაჭერილი, გამოძიება გრძელდება.
სამართალდამცავი უწყების განცხადების მიხედვით, ობრეტეტსკის ოჯახი „მშვიდ ადამიანად“ ახასიათებდა.
„ვთხოვთ მოქალაქეებს, მოერიდონ ინციდენტთან დაკავშირებით სპეკულაციებს, ამან, შესაძლოა, გამოძიებას შეუშალოს ხელი,“ - ნათქვამია განცხადებაში.
მილიარდერის მეგობრები ეჭვობენ, რომ მკვლელობა წინასწარ იყო განზრახული. პაველ ბოროვკოვი ამბობს, რომ ლონდონელები ავტომობილს ფრთხილად მართავენ და არ არის გამორიცხული, მანქანით ვიღაც განგებ დაეჯახა.
ობრეტეტსკი კომპანიის Magnat Trade Enterprise მფლობელი იყო, რომელიც „მარსის“, „ნესტლეს“, „პროქტერ ენდ გემბლის“ ოფიციალური დისტრიბუტორია რუსეთში. კომპანია 1991 წელს დააარსა.
რუსული გამოცემის gazeta.ru ინფორმაციით, მილიარდერმა ოჯახთან ერთად რუსეთი რამდენიმე წლის წინ დატოვა დალონდონში გადავიდა საცხოვრებლად.