53 წლის ასაკში რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. ახლობლები გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევას ასახელებენ.
რეჟისორის გარდაცვლებას უკვე გამოეხმაურა მსახიობი გიორგი ნაკაშიძე.
"გენიალური, საინტერესო და მხიარული ადამიანი გარდაიცვალა. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ხელშესახებად ბედნიერი დღეების მთავარი მონაწილე იყო. ეს შემიძლია ვთქვა," - განაცხადა მსახიობმა.
ზაზა ურუშაძის რეჟისორობით გადაღებულია 6 ფილმი და ორი ტელესერიალი. 2013 წელს გამოვიდა მის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული პროდუქცია "მანდარინები".
ფილმი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე და "ოსკარზე" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.