უმრავლესობასა და ოპოზიციას დიალოგისკენ EuroNest-ის საპარლამენტო ასამბლეის წევრებიც მოუწოდებენ - თბილისი ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიური სესიას მასპინძლობს.
თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების წევრები დღეს ოპოზიციის ლიდერებსაც შეხვდებიან.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერის სერგი კაპანაძის თქმით, ოპოზიცია ევროპელ პოლიტიკოსებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითრებას გააცნობენ.
კაპანაძის შეფასებით, დღეს საქართველოში პოლიტიკური კრიზისია რასაც ივანიშვილის ქმედებებს უკავშირებს.
"ამ შეხვედრის ფარგლებში, ჩვენ ვისაუბრებთ იმ მძიმე პოლიტიკურ კრიზისზე, რომელშიც ეს ქვეყანა არის და რომელშიც ეს ქვეყანა შეიყვანა ივანიშვილის ნაბიჯებმა და ასევე ამ კრიზისის განმუხტვის გზებზეც ვისაუბრებთ,"- აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი რომან კაკულია არ უარყოფს, რომ დიალოგი აუცილებელია და აღნიშნავს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ერთობლივი მიზნების დასახვაა საჭირო.
"ევრონესტის თბილისში ჩატარება არის ძალიან დიდი პოლიტიკური ნაბიჯი და დასტური იმისა, რომ უდიდესი პრიორიტეტია ქვეყნისთვის ევროპული ინტეგრაცია. ხოლო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა კომიტეტში წარმოქმნილი საკითხები და რეზოლუციები იძლევა,"- აღნიშნა რომან კაკულიამ.