18 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
უცხოეთში წასვლას, ჯობია ქართველებმა საკუთარ მამულს მოუარონ, რადგან მას უცხოელები ეპატრონებიან - ილია მეორე

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, საკვირაო ქადაგებისას ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე ისაუბრა. ილია მეორემ აღნიშნა, რომ უცხოეთში წასვლას, ჯობია ქართველებმა საკუთარ მამულს მოუარონ, თორემ მას უცხოელები ეპატრონებიან. 

"მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს. მთელს საქართველოში გაავრცელეთ ეს სურვილები და გადავარჩინოთ საქართველო,"- განაცხადა პატრიარქმა.

დღის ამბები