"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება დადებულ პირობას არ შეასრულებს, მასზე წნეხი გამძაფრდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
ბოკერია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლება ამ დიალოგზე სწორედ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად წამოვიდა.
"დიალოგი შეწყვიტა ივანიშვილმა, როცა თქვა, რომ გადაგაგდეთ და ფეხებზე მკიდიხართო და მერე, საერთაშორისო ზეწოლით, მოუწიათ დაჯდომა მოლაპარაკების მაგიდასთან და იქაც მაგრად წვალობენ. ან შეასრულებენ იმ პირობას, რაც დაღვრილი სისხლის მერე დადო ხალხის წინაშე ივანიშვილმა და რაზეც გადააგდო, ან გამძაფრდება და წნეხი მათზე იქნება ქუჩაში, ჩვენი ქვეყნის შიგნით, პირველ რიგში, იმიტომ, რომ მანდ წყდება საკითხი, მაგრამ იქნება საერთაშორისო ასპარეზზეც,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის დიალოგის მეორე რაუნდი დღეს, 18 საათზე სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება, სადაც ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემის "გერმანულ მოდელზე" იმსჯელებენ.
მოლაპარაკების პირველი რაუნდი 30 ნოემბერს, სასტუმრო "ბილტმორში" გაიმართა.