18 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, დიალოგის მეორე რაუნდს სამოქალაქო მოძრაობის წევრები არ დაესწრებიან

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეს ინფორმაციით, ხელისუფლებასთან დიალოგის მეორე რაუნდში ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობის წევრები კვლავ არ მიიღებენ მონაწილეობას.

ვაშაძეს იმედი აქვს, რომ ხელისუფლებაზე მრავალმხრივი ზეწოლა შედეგიანი იქნება.

"ჯერ არ ვიცი, მაგრამ ვწუხვარ, რომ, როგორც ჩანს, არ იქნება შეხვედრაზე ახალგაზრდული ჯგუფი წარმოდგენილი, სამოქალაქო სექტორი, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ "ქართული ოცნება" ახალგაზრდებთან კონტაქტს გაურბის. რაც ძალიან ცუდია.

რაც შეეხება მოლოდინებს, ვფიქრობ, რომ წნეხი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არის და რომელიც მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტით შევქმენით ხელისუფლებაზე, აიძულებს მას, რომ იფიქროს გამოსავალზე,"- განაცხადა გიორგი ვასაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის დიალოგის მეორე რაუნდი დღეს, 18 საათზე სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება, სადაც ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემის "გერმანულ მოდელზე" იმსჯელებენ. 

მოლაპარაკების პირველი რაუნდი 30 ნოემბერს, სასტუმრო "ბილტმორში" გაიმართა.

ამავე თემაზე
დღის ამბები