დიღმის პოლიციის ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. განყოფილებასთან, სადაც 15 წლის ლუკა სირაძე დაიკითხა, არასამთავრობო ორგანიზაცია "აპრიორის" აქტივისტები მივიდნენ და შენობაზე სტიკერების გაკვრა სცადეს, რასაც პოლიციის თანამშრომლებთან დაპირისპირება მოყვა. აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება.
"ეს სისტემა უკვე იმ დონეზე ავიდა და იმხელა ძალადობაა, რომ 15 წლის ბავშვსაც აღარ ინდობენ. სისტემა დასანგრევია, ძალადობენ ჩვენზე, აქტივისტებზე, რომლებიც გამოვხატავთ პროტესტს. იმის ნაცვლად, რომ ჩვენი უფლებები დაიცვან და ებრძოლონ კრიმინას, ჩვენზე ნადირობენ," - აცხადებს აქციის მონაწილე გიორგი შერვაშიძე.