როგორი უნდა იყოს სამშვიდობო პოლიტიკა და პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა - ამ თემაზე ისაუბრეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა ხონში.
სათემო განათლების ცენტრში ლევან მგალობლიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამშვიდობო პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობასა და აფხაზეთის მთავრობის გეგმებზე ისაუბრა.
"შევხვდით ახალგაზრდებს, ძალიან დიდია მათი ინტერესი და მათი ჩართულობა იმ პოლიტიკის განხორციელებაში, რასაც შერიგების პოლიტიკა ჰქვია", - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი.