18 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჭადრაკის საკლუბო ჩემპიონატის დახურვა გაიმართა

თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჭადრაკის საკლუბო ჩემპიონატის დახურვა გაიმართა. 2019 წლის საკლუბო პირველობა განსხვავებული ფორმატით ჩატარდა და ქვეყნის ყველა რეგიონი მოიცვა.

ჩემპიონატი აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონებად გაიმართა, მონაწილეობა კი 20 კლუბის 350-მდე მოჭადრაკემ მიიღო. ტურნირის საპრიზო ფონდმა 14 ათასი ლარი შეადგინა. ჩემპიონატის საზეიმო დახურვაზე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და "ევროპაბეთს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

უკვე ცნობილია, რომ მომდევნო წლის საქართველოს ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის გაორმაგებული საპრიზო ფონდით ჩატარდება, ღონისძიებას ჭადრაკში მსოფლიო ჩემპოინები და ცნობილი მოჭადრაკეები ესწრებოდნენ.

"ამ ფაქტს რეგიონებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ტაძარს გააცოცხლებს, სიხარულს მოუტანს მთლიანად რეგიონებს. ამ ღონისძიებით ადგილობრივი მმართველობები დაინტერესდნენ და მომავალ წელს კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს ეს ღონისძიება," - აღნიშნა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილმა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის გია გიორგაძის თქმით, საქართველოს მასშტაბით ბევრი ახალი საჭადრაკო სივრცე გაიხსნა და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ წელს შეხვედრებში კიდევ უფრო მეტი გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

დღის ამბები