18 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
ცოტნე გამსახურდიას დაჭრა - "კურიერის" ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე პირები დაპირისპირებამდე ვერის სასაფლაოზეც იმყოფებოდნენ

გალის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით ადგილობრივებს საუბარი უჭირთ, რადგან დაზარალებულიც და ბრალდებულებიც ერთი ქუჩის მცხოვრებლები არიან. თვითმხილველების თქმით, მათ დაჭრილი ცოტნე გამსახურდია მაშინ ნახეს, როცა ის უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, კონფლიქტი ერთ-ერთი პირის საცხოვრებელ სახლში დაიწყო, მოგვიანებით კი გალის ქუჩის 19 ნომერთან გაგრძელდა, სადაც ის კომერციული ფართი მდებარეობს, რომელსაც ცოტნე გამსახურდია ფლობს.

"კურიერის" ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე პირები დაპირისპირებამდე ვერის სასაფლაოზეც იმყოფებოდნენ, სადაც ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას.

დღის ამბები