ბოლო პერიოდში მოზარდებში გახშირებულ სუიციდის მცდელობებს საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ფსიქოლოგების ასევე პოლიტიკოსების და საზოგადოების მხრიდან.
მოზარდებში სუიციდის პრევენციისთვის მუშაობას იწყებს განათლების სამინისტრო. ამ წუთებში უწყებაში ფსიქოლოგებთან შეხვედრა მიმდინარეობს. განათლების მინისტრის მოადგილე სპეციალისტების რეკომენდაციებს ისმენს.
ფსიქოლოგი ცირა ბარქაია აცხადებს, რომ ბავშვებთან კომპეტენტურმა ადამიანებმა უნდა იმუშაონ.
"აუცილებელია ადამიანური რესურსების დამატება ბავშვებთან, ფსიქოლოგები მასწავლებლები თუ სოც მუშაკები. კომპეტენტური ადამიანები არიან საჭირო, პედაგოგებმა უნდა იცოდნენ ზუსტი ნაბიჯები როგორ უნდა იმუშაონ ბავშვებთან,"- განაცხადა ფსიქოლოგმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე კონკრეტული გეგმის შემუშავებას აპირებს, რომელიც მოზარდების კეთილდღეობაზე იქნება გათვლილი.
"გვინდა ორგანიზაციების გამოცდილება გავიზიაროთ და ის გამოწვევები რაც ველზე ხდება შევისწავლოთ, ჩვენი საბოლოო მიზანია ისეთი სამოქმედო გეგმის შემუშავება რომელიც ბავშვების კეთილდღეობაზე იქნება გათვლილი,"- აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.