პარლამენტის შენობის წინ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გააპროტესტეს.
ბოლო პერიოდში აქციების გაშუქების დროს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმის, მათი საკუთრებისა და ტელეკამერების ხელყოფის ფაქტებზე ეთიკის ქარტიისგან გამოხმაურება მოჰყვა.
პარლამენტის შენობიდან აქციის მონაწილეებმა მსვლელობა "თბილისი მარიოტისკენ" განაგრძეს, სადაც ეთიკის ქარტიის კრება იმართება.