ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ამის შესახებ განცხადება ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კვაჭაძემ გააკეთა. მისი თქმით, დამატებითი ჩარევა ამ დროისთვის დაგეგმილი არაა:
"პაციენტს უგრძელდება მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში, ამ დროისათვის მისი მდგომარეობა არ გაუარესებულა, არის სტაბილურად მძიმე, რაიმე ტიპის დამატებითი ჩარევა ამ ეტაპზე დაგეგმილი არ გვაქვს,"- განაცხადა კვაჭაძემ.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია ვერაზე საკუთარ სახლთან 19 დეკემბერს დაჭრეს, მას ბასრი საგნით რამდენიმე მძიმე ჭრილობა მიაყენეს, რის გამოც მას გადაუდებელი ოპერაციები დასჭირდა.
განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ამ საქმეზე 5 პირია დაკავებული.