18 ნოემბერი 2024,   09:50
ვრცლად
სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილს - რა რეკომენდაციებით მიმართავენ ქართულ ოცნებას ექსპერტები

სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილს - ქართველი ექიმის ტყვეობა კვლავ გრძელდება. უკანონო პატიმრობის 42-ე დღეს ოპოზიცია ხელისუფლებას კვლავ უმოქმედობაში ადანაშაულებს. 

პოლიტიკოსების გარდა, თემას დღეს საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. ოპონენტების მსგავსად, მესამე სექტორი, ხელისუფლების არაეფექტიან ნაბიჯებზე მიუთითებს. რა რეკომენდაციებით მიმართავენ ქართულ ოცნებას ექსპერტები.

"ის, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ისევ ცხინვალის ციხეში იმყოფება ნიშნავს, რომ ნაბიჯები, რომელიც გადადგა საქართველოს მთავრობამ არ იყო ეფექტური. შეიძლება ვისაუბროთ იმაზე რა არ უნდა გაკეთებულიყო ამ შემთხვევაში, მაგალითად, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაპატიმრებული ყველა პირი არ უნდა გათავისუფლებულიყო," - აღნიშნა საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ექსპერტმა, გია ჯაფარიძემ.

ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ბიბილაშვილი.

"ბევრი ამბობს რომ ხელისუფლება სრულიად უმოქმედოა, მე უფრო შორსაც წავიდოდი, დღეს, ივანიშვილის ხელისუფლებას ციხეში ჰყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე იცავდნენ ქართულ მოსახლეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რეალურად, ხელისუფლება იმავე თამაშს თამაშობს, რა თამაშიც რუსეთს უნდა," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ბიბილაშვილმა.

დღის ამბები