18 ნოემბერი 2024,   09:53
ვრცლად
"თუ შარშან ცირკულირებდა A ტიპის ვირუსი, წელს ყველა ტიპის ვირუსი ცირკულირებს" - საქართველოში სეზონური გრიპის შემთხვევებმა იმატა

საქართველოში სხვადასხვა სახის ვირუსი ცირკულირებს. ბოლო 2 კვირის განმავლობაში სეზონური გრიპის შემთხევებმა იმატა.

თავის ტკივილი, სახსრების ტივილი და მაღალი ტემპერატურა - ეს არის ძირითადი მახასიათებელი ნიშნები. ვირუსის ტიპის დადგენა მხოლოდ ლაბორატორიულად არის შესაძლებელი.

ექიმების რეკომენდაციაა, სიმპტომების გამოვლენისტანავე პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართოს.

"თუ შარშან ცირკულირებდა H1N1, ანუ A ტიპის ვირუსი, წელს ყველა ტიპის ვირუსი ცირკულირებს. გრიპისთვის დამახასიათებელია მაღალი ცხელება, სამი ან ოთხი დღის განმავლობაში, სახსრების ტკივილი, თავის და თვალების ტკივილი. ასევე, ღებინება და ასეთი პაციეტები, დაავადების პერიოდში, რეკომენდებულია, გაესინჯონ ექიმს,"- აცხადებს მედიცინის დოქტორი, პედიატრი თემურ მიქელაძე.

დღის ამბები