18 ნოემბერი 2024,   10:00
ვრცლად
ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების ინფორმაციით, სტაბილურად მძიმეა.

მათი განცხადებით, პაციენტი კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ მთელი ღამის განმავლობაში მას მედიკამენტური ჩარევა არ დასჭირვებია.

"პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური. ამ დღეების განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა. დინამიკა არის უცვლელი. მდგომარეობა კვლავ რჩება მძიმე და სტაბილური," - აღნიშნა ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

 

დღის ამბები