ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის წევრებმა და მათ მიერ დაფუძნებულმა ფონდმა "დათუჩა" საქველმოქმედო ღონისძიება გამართა.
ღონისძიებაზე გამოფენილი იყო ხელით შექმნილი ნამუშევრები და შემოსული თანხა გადაერიცხება იმ ბენეფიციარებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება.
"ფონდი 2018 წელს შეიქმნა, ჩემი შვილის დაბადების დღეზე. მისი სახელით ვცდილობთ, სიკეთე ვაკეთოთ და დავეხმაროთ იმ გაჭირვებულ ბავშვებს, რომელთაც ელემენტარული წამლის ფული არ აქვთ," - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.