ხანძარი დიდ დიღომში - ხელაშვილის ქუჩაზე კერძო საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ დამხმარე ნაგებობას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიცია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.