18 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
არ შეიძლება კულტურის სამინისტრო გაერთიანებული იყოს განათლების სამინისტროსთან - დავით ოქიტაშვილი

"პირველივე დღიდან, როდესაც ეს გაერთიანება მოხდა, ვიყავი წინააღმდეგი" - ეს განცხადება საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა კულტურის სამინისტროს სხვა უწყებებთან გაერთიანების შესახებ გააკეთაა.

ოქიტაშვილის თქმით, ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულების, კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანება დაუშვებელი იყო.  

"ჩემი ხელმოწერა იმიტომ არ არის, რომ მე ვემსახურები ქართულ კულტურას, მე ვარ სახელმწიფო სტრუქტურა, საქართველოს კულტურის პალატა და ჩემგან ეს იქნებოდა უხერხული. იმიტომ რომ მე გამოვდიოდი მხარე. მაგრამ, არ შეიძლება კულტურის სამინისტრო გაერთიანებული იყოს ისეთ სამინისტროსთან, როგორიც არის განათლების სამინისტრო. მათთან შეერთებით, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა.

მთელი მსოფლიო თუ ჩვენ გვიცნობს, გვიცნობს კულტურიდან. არავის საწყენად მე არ ვლაპარაკობ. ეს იყო უდიდესი შეცდომა, რომელმაც გამოიწვია დეგრადაცია ძალიან ბევრ დარგში და ძალიან ბევრი მიმართულებით," - აცხადებს დავით ოქიტაშვილი.

დღის ამბები